Thumbnail

ნახეთ: Ty Dolla Sign კლიპს Nothing Like Your Exes ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი, ტაირონ უილიამსი, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, კომპოზიციაზე Nothing Like Your Exes გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. კლიპში სახელოვანი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Public Enemy წევრი Flavor Flav მონაწილეობს. ტრეკი თაი დოლას ახალგავრცელებული ალბომის Featuring Ty Dolla Sign ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: Ty Dolla Sign ალბომს Featuring Ty Dolla Sign აქვეყნებს

ნახეთ: Ty Dolla Sign - Expensive Ft. Nicki Minaj

თაი დოლა საინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს მორიგი სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა, რომელმაც პირველის მსგავსად ოქროს სტატუსის წოდება დაიმსახურა. 2020 წელს კი თაი დოლას დღეისთვის ბოლო ალბომი Featuring Ty Dolla Sign გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული