Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters-მა ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად სიმღერა Times Like These შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ონლაინ კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა, Foo Fighters-მაც მიიღო. ბენდმა ლაივზე კომპოზიცია Times Like These შეასრულა.

დეივ გროლი: Foo Fighters-ის ყოველი ტურნეს დასრულების შემდეგ ვამბობ, რომ ეს იყო ბოლო

ნახეთ: Foo Fighters საკონცერტო ფილმს Skin and Bones ავრცელებს

ამასთან, ჯგუფმა საზოგადოებას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"მუსიკას აქვს ძალა, რომ სამყარო შეცვალოს. ამიტომ მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა", - წერს ბენდი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართება.

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული