Thumbnail

ნახეთ: Linkin Park-მა კლიპზე One Step Closer მუშაობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა Linkin Park სადებიუტო ალბომის Hybrid Theory ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩანაწერში შესული ერთ-ერთი კომპოზიციის One Step Closer კლიპზე მუშაობის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.

Linkin Park-მა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერის Pictureboard დემო ვერსია გაავრცელა

ნახეთ: Linkin Park-მა სიმღერის In The End დემო ვერსია გაავრცელა

ნახეთ: Linkin Park-ის წევრები ჯგუფის 2001 წელს გამართულ კონცერტს განიხილავენ

ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში ახალგაზრდა ჩესტერ ბენინგტონი ჟურნალისტს ეუბნება:

"ამას მე 13 წლიდან ვაკეთებ. უბრალოდ, იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან მუსიკაზე სამუშაოდ სწორ ადამიანებს შევხვდი".

One Step Closer ჯგუფის სადებიუტო სინგლი გახლავთ. მასზე შექმნილი კლიპის ავტორი ამერიკელი რეჟისორი გრეგორი დარქია. ვიდეორგოლი ლოს ანჯელესში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მიტოვებულ გვირაბშია გადაღებული.

Linkin Park კალიფორნიაში 1996 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა წარმატებას სადებიუტო ალბომის Hybrid Theory გამოსვლისთანავე მიაღწია. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 70 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. კოლექტივს გრემის ჯილდო ორჯერ აქვს მოპოვებული. 2017 წელს "ლინკინ პარკის" ვოკალისტმა, ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული