Thumbnail

კოდაკ ბლექი ნოემბერში ციხიდან ალბომს გამოუშვებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პატიმრობაში მყოფი პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, კოდაკ ბლექის მომავალი ალბომი Bill Israel გაყიდვაში 11 ნოემბერს ჩაეშვება და მასში ამდენივე კომპოზიცია იქნება თავმოყრილი. ახალგაზრდა ფილადელფიელმა სტუდიური ნამუშევრის გარეკანი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

Kodak Black: ციხეში ნელ-ნელა მკლავენ

Kodak Black: ნას, გთხოვ, ჩემთან ითანამშრომლე

View this post on Instagram

“Bill Israel” 11 songs on 11/11 🎯

A post shared by KILL BILL (@kodakblack) on

აღსანიშნავია, რომ კოდაკმა თავდაპირველად ალბომი სახელწოდებით Bill Is Real დააანონსა, თუმცა, მოგვიანებით სახელი შეუცვალა.

კოდაკ ბლექს 2019 წლის ნოემბერში 3 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუსიკოსი დამატებით 3-წლიან პირობით სასჯელს მოიხდის. სამართალდამცველები მას დოკუმენტების ფალსიფიცირების გზით ოთხი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაში სდებდნენ ბრალს.

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წელს კოდაკმა მსმენელს ოფიციალური მიქსტეიპი Heart Break Kodak შესთავაზა. იმავე წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული