Thumbnail

ნახეთ: რინა სავაიამამ ჯიმი ფელონის შოუში კომპოზიცია XS შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

იაპონური წარმოშობის ბრიტანელი პოპ მუსიკოსი, რინა სავაიამა ჯიმი ფელონის ღამის შოუს ესტუმრა. არტისტმა გადაცემაში სადებიუტო ალბომში Sawayama შესული სინგლი XS შეასრულა. ეს რინას პირველი ამერიკული სატელევიზიო პერფორმანსი იყო.

მოუსმინეთ: Rina Sawayama - Bad Friend

რინა სავაიამამ შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. რამდენიმე სინგლის გამოცემის შემდეგ, 2017 წელს არტისტმა პირველი EP სახელწოდებით Rina გაავრცელა. 2020 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Sawayama გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული