Thumbnail

სელენა გომესი საუბრობს, როგორი შეყვარებული სურს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჟურნალში new! Magazine ამერიკელი პოპვარსკვლავის, სელენა გომესის ინტერვიუ დაიბეჭდა. კითხვაზე, რას აქცევს ყურადღებას ბიჭებში, 28 წლის არტისტმა უპასუხა, რომ მნიშნელოვანია, ადამიანს, რომელთანაც შეხვედრას დაიწყებს, მისი გამხიარულების უნარი ჰქონდეს. სელენას თქმით, ქედმაღალი კაცებით არ დაინტერესდება და ურთიერთობის დასაწყებად გაცნობის აპლიკაციებსაც არ გამოიყენებს.

სელენა გომესი: ყველა ყოფილ შეყვარებულს გიჟი ვგონივარ

სელენა გომესი: მაკიაჟი ხაზს უსვამს იმას, რაც ადამიანში ისედაც ლამაზია

სიმღერები, რომლებიც ჯასტინ ბიბერმა სელენა გომესს მიუძღვნა

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიჭი მხიარული იყოს. თავდაჯერებული ადამიანები მომწონს, მაგრამ ვერ ვიტან ქედმაღალ ტიპებს. ახლა ურთიერთობა არავისთან მაქვს და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. იმდენი პოზიტიური მხარე აქვს მარტო ყოფნას. ცხოვრების რაღაც საფეხურზე შეგიძლია, ამ ყველაფრით დიდი სიამოვნება მიიღო. მომავალში ურთიერთობის დაწყების წინააღმდეგი არ ვარ... ჩემს თავს გაცნობის აპლიკაციაზე ვერ ვხედავ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ზოგ ადამიანს მართლაც ეხმარება", - აღნიშნა მუსიკოსმა.

სელენამ, რომელსაც აქამდე ორი გახმაურებული რომანი ჰქონდა კანადელ მუსიკოსებთან, ჯასტინ ბიბერთან და უიქენდთან, ასევე დასძინა:

"არა მხოლოდ ურთიერთობები, არამედ, ზოგადად, ცხოვრების ნებისმიერი ასპექტი, რომელიც შენთვის პირადულია, გირჩევნია, უცხო თვალისგან დაფარული იყოს. მაგრამ გიწევს, შეეჩვიო, რომ არ გამოდის ისე, როგორც შენ გინდა".

მსახიობმა და მომღერალმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული