Thumbnail

ნახეთ: ქიდ ქადიმ ტრილოგიის Man On The Moon მესამე ნაწილის თიზერი გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა მუსიკოსმა, ქიდ ქადიმ მისი ცნობილი ალბომების Man On The Moon სერიის მესამე ნაწილის თიზერი გამოაქვეყნა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გავრცელდება ალტერნატიული ჰიპ ჰოპ შემსრულებლის მომავალი სტუდიური ნამუშევარი.

ქიდ ქადი: ქანიე ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა

ტრევის სკოტი: ქიდ ქადისთან ერთად ალბომზე ვმუშაობ

მოუსმინეთ: Kid Cudi x Eminem - The Adventures Of Moon Man & Slim Shady

ქადიმ ფართო საზოგადოების ყურადღება ტრილოგიის პირველი თავით Man On The Moon: The End Of Day მიიპყრო, რომელიც კლივლენდელმა 2009 წელს გამოაქვეყნა. მეორე ნაწილი Man On The Moon II: The Legend Of Mr. Rager კი არტისტმა გაყიდვაში ერთ წელიწადში ჩაუშვა. ორივე მათგანმა მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ქიდ ქადიმ მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის ხუთმაგი პლატინის სტატუსის მქონე ჰიტით Day 'n' Nite გაიცნო, რომელიც არტისტის სადებიუტო, კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომის Man On The Moon: The End Of Day სინგლია. შემსრულებლის დისკოგრაფია დღეისთვის 1 მიქსტეიპს, 6 სტუდიურ ნამუშევარსა და 2 კოლაბორაციულ ჩანაწერს აერთიანებს. ქიდ ქადის შემოქმედება მელანქოლიურობით ხასიათდება.

2017 წელს ქადიმ მის პოპულარულ ჩიკაგოელ კოლეგასთან, ქანიე ვესთთან ერთად მუსიკალური დუეტი Kids See Ghosts ჩამოაყალიბა. გაერთიანებამ 2018 წელს ამავე დასახელების პირველი ერთობლივი ალბომი გაავრცელა, რომელმაც მსმენელთა და კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული