Thumbnail

მოუსმინეთ: ზაკ დე ლა როჩა OutKast-ის სინგლის B.O.B. რემიქს ვერსიას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ეპოქალური ჰიპ ჰოპ დუეტი OutKast რიგით მეოთხე ალბომის Stankonia ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩანაწერის ერთ-ერთი სინგლის B.O.B. რემიქს ვერსიას ავრცელებს. ნამუშევრის ავტორი ცნობილი რეპ მეტალ ჯგუფის Rage Against the Machine ფრონტმენი, ზაკ დე ლა როჩა გახლავთ.

André 3000: ბავშვობაში კინაღამ ავტოავარიამ შემიწირა

სინგლი ზემოხსენებული ალბომის განახლებულ ვერსიაში იქნება წარმოდგენილი, რომელშიც სხვა ამ დრომდე გამოუცემელ რემიქსებსაც შეხვდებით. ჩანაწერი გაყიდვაში 30 ოქტომბერს ჩაეშვება.

OutKast სამხრეთული ჰიპ ჰოპის ფლაგმანი დუეტია. 6 გრემის მფლობელი გაერთიანება 1992 წელს ქალაქ ატლანტაში ჩამოყალიბდა. პროექტმა დღემდე 6 ალბომი გაავრცელა, რომელთაგანაც განსაკუთრებული კომერციული წარმატება ბრილიანტის სტატუსის მფლობელმა 2003 წლის ნამუშევარმა Speakerboxxx/The Love Below დაიმსახურა. კრიტიკოსები დუეტის 1996-98 წლების სტუდიურ ჩანაწერებს ATLiens და Aquemini დეკადის საუკეთესო ნამუშევრებს შორის მოიხსენიებენ. აუთქასთის შემოქმედება სამხრეთული ჰიპ ჰოპის, ჯაზის, ფანკისა და ფსიქოდელიური მუსიკის სინთეზია.

ზაკ დე ლა როჩამ კი ტიმ კომერფორდთან, ტომ მორელოსთან და ბრედ უილკთან ერთად Rage Against the Machine 1991 წელს შექმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გამოაქვეყნეს. ორი გრემის მფლობელ კოლექტივს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული