Thumbnail

ნახეთ: ქენდრიქ ლამარი, რაკიმი, მერაია ქერი და სხვები ბასთა რაიმსის ახალ ალბომში

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

რვაწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 30 ოქტომბერს, ვეტერანი ნიუ იორკელი ემსი, ტრევორ სმიტ უმცროსი, ფსევდონიმით Busta Rhymes, მსმენელს ახალ ალბომს "E.L.E. 2" შესთავაზებს. მანამდე კი ბასთამ სტუდიური ნამუშევრის ტრეკლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც არაერთი გავლენიანი მუსიკოსის სახელს ამოიკითხავთ. ჩანაწერში მონაწილე შემსრულებლებს შორის არიან: Kendrick Lamar, Q-Tip, Mary J. Blige, Mariah Carey, Rakim, Pete Rock, M.O.P., Anderson .Paak, Vybz Kartel, Rapsody, Rick Ross, კომიკოსი კრის როკი და სხვა ცნობილი არტისტები. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციაში Slow Flow გარდაცვლილი რეპერის, ოლ' დერთი ბასთარდის უცნობი ვერსი იქნება გამოყენებული.

Busta Rhymes-მა გაიხსენა, რომ ერთხელ 2Pac ხმის ინჟინერს ახრჩობდა

ბასთა რაიმსმა მუსიკალური მოღვაწეობა 1989 წელს დაიწყო. ის ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ლეგენდარული წარმომადგენელია. რეპერი ფართო საზოგადოებამ გაერთიანებიდან Leaders Of The New School გაიცნო. ჯგუფმა სულ ორი ალბომი გამოუშვა, თითოეულმა მათგანმა მსმენელის მოწონება დაიმსახურა. ბრუკლინელი ემსის სოლო დისკოგრაფიაში 9 ალბომი, 3 კომპილაციური ალბომი და 7 მიქსტეიპი ერთიანდება. ციფრულმა პლატფორმამ About.com და გავლენიანმა გამოცემამ The Source ტრევორი ყველა დროის 50 რეპერს შორის დაასახელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული