Thumbnail

ჯასტინ ბიბერი: კარანტინმა ჩემი ქორწინება გაამყარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი 30 ოქტომბერს მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს Justin Bieber: Next Chapter გამოუშვებს, რომელიც YouTube Originals-ზე გამოქვეყნდება. 26 წლის არტისტი გავრცელებულ თრეილერში კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცხოვრებაზე საუბრობს. ჯასტინის თქმით, თვითიზოლაციაში ყოფნამ მისი ურთიერთობა ცოლთან, 23 წლის მოდელ ჰეილი ბოლდუინთან კიდევ უფრო გაამყარა.

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი იტალიური Vogue-ის ფოტოსესიაში

ფოტოგალერეა: ჯასტინ ბიბერი ცოლთან, ჰეილი ბოლდუინთან ერთად მოინათლა

ნახეთ: Justin Bieber - Holy Ft. Chance The Rapper

"ურთიერთობაში კიდევ უფრო თავდაჯერებული გავხდი. ერთმანეთზე კონცენტრირების საშუალება მოგვეცა. ეს უმშვენიერესი მომენტი იყო, რამაც იქამდე მიმიყვანა, რომ ახალ ალბომზე დავიწყე მუშაობა. ჩემი მიზანი ისეთი მუსიკის შექმნაა, რომელიც ადამიანებს შთააგონებს და გააბედნიერებს", - აღნიშნავს ვიდეოში მუსიკოსი.

ჯასტინი და ჰეილი 2018 წლის ივლისში დაინიშნენ. ამავე წლის სექტემბერში მათ ხელი მოაწერეს, ერთი წლის თავზე კი ჯვარი დაიწერეს და საქორწილო წვეულებაც გამართეს.

ჯასტინ ბიბერმა ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული