Thumbnail

ნახეთ: Pete Rock კლიპს Say It Again აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სახელოვანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ პროდიუსერმა, პიტერ ფილიფსმა, ფსევდონიმით Pete Rock, კომპოზიციაზე Say It Again გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სემპლინგის მოყვარული პიტერის მიერ დაწერილ მელოდიაში არცერთი ლუპი არ არის გამოყენებული, ბითს ცნობილი ბენდი The Soul Brothers უკრავს. ჩანაწერი პიტ როქის მომავალი ინსტრუმენტული ალბომების სერიის PeteStrumentals მესამე ნაწილის სინგლია.

Pete Rock ალბომზე PeteStrumentals 3 მუშაობს

პიტერი იამაიკელი ემიგრანტების ოჯახში გაიზარდა. "სულიერმა ძმამ" (ასე მოიხსენიებს პიტი საკუთარ თავს) მუსიკალური მოღვაწეობა 1987 წელს დაიწყო. ბრონქსელმა პროდიუსერმა სახელი რეპერ CL Smooth-თან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციული ალბომებით გაითქვა. ამის შემდეგ ფილიფსი სოლო ნამუშევრებზე გადაერთო და ჩანაწერის Soul Survivor ორი ნაწილი გაავრცელა, რომლებმაც კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა. ნიუ იორკელი მუსიკოსი ინსტრუმენტული ალბომების სიყვარულითაც გამოირჩევა. მისი სერია PeteStrumentals ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ჟანრის ისტორიაში შექმნილა. არაერთი სანიმუშო კომპოზიციის ავტორს ისეთ შემსრულებლებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Nas, Heavy D, Brand Nubian, Public Enemy, Redman, Run-D.M.C., Naughty By Nature, Slick Rick, Das EFX, Rakim, Big L, Common, KRS-One, Guru, Method Man, Cypress Hill, Kanye West, Jay-Z და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული