Thumbnail

უიტნი ჰიუსტონის ჰიტის I Will Always Love You ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, უიტნი ჰიუსტონის ჰიტის I Will Always Love You კლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. შემსრულებელი 1990-იან წლებში მოღვაწე პირველი სოლო არტისტი გახდა, რომლის ნამუშევარმაც ხსენებულ ნიშნულს გადააჭარბა. ჯგუფებს შორის მსგავს წარმატებას მიაღწიეს: Guns N’ Roses-მა სიმღერით November Rain, Nirvana-მ კომპოზიციით Smells Like Teen Spirit და The Cranberries-ის ტრეკმა Zombie.

რატომ ვერ ჩაწერეს მაიკლ ჯექსონმა და უიტნი ჰიუსტონმა საერთო სიმღერა

I Will Always Love You ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, დოლი პარტონმა 1973 წელს შექმნა და ჩაწერა კიდეც. უიტნიმ კი სიმღერაზე 1992 წელს ფილმ The Bodyguard-ისთვის იმუშავა. მისი ვერსია ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა და ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილს 14 კვირის განმავლობაში არ თმობდა. კომპოზიცია არაერთ სხვა მუსიკოსსაც აქვს დაქავერებული.

უიტნი ჰიუსტონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1977 წელს დაიწყო. პოპვარსკვლავს 35-წლიანი კარიერის განმავლობაში 400-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული და მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ის ერთადერთი არტისტია, რომლის შვიდი კომპოზიციაც ბილბორდის ცხელ ასეულს ზედიზედ ლიდერობდა.

2012 წლის 11 თებერვალს ჰიუსტონი საკუთარ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსის სიკვდილი გულის პრობლემებმა და კოკაინის მოხმარებამ გამოიწვია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული