Thumbnail

ბილი აილიშის ძმა პასუხობს კითხვას, ვინ იქნება შემდეგი ბილი აილიში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გრემის მფლობელ მუსიკოსსა და პროდიუსერს, ფინიას ო’კონელს, რომელმაც წარმატებას საკუთარ დასთან, პოპულარულ მომღერალ ბილი აილიშთან თანამშრომლობით მიაღწია, პლაფტორმა Apple Music-ის პროექტში ALT CTRL სტუმრობისას, გამოცემა The Guardian-ის სტატია გააცნეს, რომელიც ეხება იმას, თუ ვინ შეიძლება, იყოს შემდეგი ბილი აილიში. ფინიასისთვის საკითხის ამგვარად დაყენება მიუღებელი აღმოჩნდა.

ნახეთ: Finneas - Can’t Wait To Be Dead

ფინიასი: მანამ კორონავირუსის პანდემია იქნება, მე და ბილი ალბომებს არ გამოვუშვებთ

"ამ სტატიამ ძალიან გამაბრაზა. ჩემთვის ეს კითხვა მხოლოდ ასეთი ფორმულირებით არის მისაღები - ვინ იქნება შემდეგი ადამიანი, რომელიც ზუსტად იმას გააკეთებს, რაც სურს და მაინც პოპ მუსიკის სტანდატებში ჩაჯდება? ასეთი საუბრები ორი მიმართულებითაა ზიანის მომტანი - ბილისთვის არის უსიამოვნო, რადგან აფიქრებინებს, რომ ნებისმიერი შეიძლება, გახდეს მისნაირი. ეს ასევე ცუდი მოსასამენია იმ ადამიანებისთვის, ვის შემდეგ ვერსიადაც ბილის თვლიან. ეს ასეთი ციკლური პროცესი არ მგონია. ბილი გრემიზე წლის ალბომის კატეგორიაში იმავე წელს იყო ნომინირებული, როცა ლანა დელ რეი. ასე არ ხდება, რომ ვიღაცას ჩირაღდანი გადასცე და შენ წახვიდე", - ამბობს 23 წლის მუსიკოსი.

ფინიასმა ისიც აღნიშნა, რომ ბილის მუსიკა უნიკალურია და ხალხი მას ლანა დელ რეისა და ლორდს იმიტომ ადარებს, რომ მუსიკის კეთება მათაც თავისებური გზით დაიწყეს და არა არსებული სტანდარტების შესაბამისად.

ბილი აილიში და ფინიას ო’კონელი დღესდღეობით მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე პოპულარული და-ძმა არიან. 2020 წლის დასაწყისში არტისტებმა საძინებელ ოთახში ჩაწერილი ალბომით When We All Fall Asleep, Where Do We Go? ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიისგან 5-5 გრემის ჯილდო დაიმსახურეს. ამავე წელს მათ ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე, ამავე სახელწოდების ფილმისთვის დაწერილი კომპოზიცია No Time To Die გაავრცელეს. ამჟამად ისინი აილიშის ახალ ალბომზე მუშაობენ, რომლის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი უცნობია. ფინიასი საკუთარ მუსიკასაც წერს, აგრეთვე, თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: ჯასტინ ბიბერი, კამილა კაბეიო და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული