Thumbnail

ჯეი ზიმ კანაფის მწარმოებელი კომპანია Monogram დააფუძნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა ნიუ იორკელმა მუსიკოსმა და ბიზნესმენმა, შონ კარტერმა, ფსევდონიმით Jay-Z, კანაფის მწარმოებელი კომპანია Monogram დააფუძნა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გახდება პროდუქცია ხელმისაწვდომი, თუმცა, არტისტი მომხმარებელს საგულდაგულოდ შერჩეულ ჯიშებსა და უმაღლესი ხარისხის ნაწარმს ჰპირდება.

Jay-Z მარიხუანის ბიზნესში ერთვება

21 Savage: ჯეი ზიმ მითხრა, ფული არ მინდა, ვალი შენი კარგი ადამიანობით დამიბრუნეო

Lil Wayne: Jay-Z ერთადერთი რეპერია, რომელსაც შეუძლია, პრეზიდენტი გახდეს

ახალი ბიზნესის მხარდასაჭერად ჯეიმ მის მიერ დაფუძნებულ მუსიკალურ პლატფორმა "თაიდალზე" კანაფის თემატიკაზე შექმნილი კომპოზიციებისგან შემდგარი ფლეილისტი გამოაქვეყნა, რომელშიც არაერთი სახელოვანი არტისტის კომპოზიცია გვხვდება.


შეგახსენებთ, რომ ჯეი ზი გასულ წელს კანაფის მწარმოებელი კომპანიის Caliva ბრენდის მთავარი სტრატეგი გახდა. აღსანიშნავია, რომ მსგავს კომპანიებთან ასევე სნუპ დოგი, ჯუსი ჯეი, ვიზ ქალიფა, ფოსთ მელოუნი და სხვა არაერთი ცნობილი მუსიკოსი თანამშრომლობს.

22 გრემის მფლობელმა ჯეი ზიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ჩანაწერი Reasonable Doubt, რომელიც გაყიდვაში 1996 წელს ჩაეშვა, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მუსიკალურმა გამოცემამ Rolling Stone ნამუშევარი ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს შონ კარტერის ქონებამ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით, ჯეი პირველი მილიარდერი ჰიპ ჰოპ არტისტი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული