Thumbnail

ნახეთ: ჯიმი პეიჯის წიგნის The Anthology სარეკლამო ვიდეო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, Led Zeppelin-ის გიტარისტმა, ჯიმი პეიჯმა თავისი წიგნის The Anthology თრეილერი გაავრცელა. ნამუშევარში მსმენელი წაიკითხავს არტისტის მემუარებსა და ხელნაწერ ტექსტებს, ამასთან, იხილავს აქამდე უცნობ საარქივო ფოტოსურათებს. მასში აგრეთვე დოკუმენტირებული იქნება მუსიკოსის ასობით ინსტრუმენტი, სასცენო კოსტიუმები და სხვა ნივთები.

ნახეთ: ჯიმი პეიჯი 1988 წელს Stairway to Heaven-ს ასრულებს

ჯიმი პეიჯი: Led Zeppelin ტურნეს, ალბათ, აღარ გამართავს, დრო გადის, ხომ ხვდებით

გიტარა, რომელიც ჯიმი პეიჯს 45 წლის შემდეგ დაუბრუნეს

"ამ წიგნის გამოცემის მიზეზი ისაა, რომ მინდოდა, თქვენთვის მეჩვენებინა ყველა წვრილმანი დეტალებით. მსურდა, რომ საინტერესო გამოსულიყო და ახლოს გეგრძნოთ თავი იმასთან, რაც ჩემთვის პირადი და მნიშვნელოვანია", - ამბობს პეიჯი.

ჯიმი პეიჯი ეპოქალური "ლედ ზეპელინის" დამაარსებელია. კოლექტივის კომპოზიციების უმრავლესობის ავტორი სწორედ ის გახლავთ. გამოცემა "როლინგ სტოუნმა" მუსიკოსი 100 საუკეთესო გიტარისტს შორის დაასახელა. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია. მას ბენდთან ერთად 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული