Thumbnail

ნახეთ: დრეიქი მომავალ ალბომს იანვარში გამოუშვებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადელმა სუპერვარსკვლავმა, დრეიქმა 34-ე დაბადების დღეზე იუთუბის არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ მუსიკოსის მომავალი ალბომი Certified Lover Boy 2021 წლის იანვარში გამოიცემა. თიზერში დრეიქი თავისი სტუდიური ჩანაწერების ყდებს აცოცხლებს.

ყველაზე მეტჯერ მოსმენილი კომპოზიციები Apple Music-ის ისტორიაში

ნახეთ: დრეიქმა თუფაქის პატივსაცემად დამზადებულ ყელსაბამებში $600 000 გადაიხადა

ნახეთ: დიჯეი ქალიდისა და დრეიქის კლიპში POPSTAR ჯასტინ ბიბერი მონაწილეობს

ალბომი Certified Lover Boy დრეიქმა პირველად აგვისტოში გავრცელებულ კომპოზიციაში Laugh Now Cry Later დააანონსა. ის დრიზის (მუსიკოსის მეტსახელი) 2018 წლის სტუდიური ნამუშევრის Scorpion გაგრძელებაა. ხმის ინჟინერის, ნოელ კადასტრეს თქმით, ჩანაწერის 90 პროცენტი დასრულებულია.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პუზის შემდეგ, "დრიზი" მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული