Thumbnail

ნახეთ: ქარდი ბის რეაქცია, როდესაც პოლიცია მის ქმარს, რეპერ ოფსეტს აკავებდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ატლანტური ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Migos-ის წევრი Offset პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც კალიფორნიაში გამართული ერთ-ერთი აქციის მონაწილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მას არტისტის მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნეს. მუსიკოსმა, რომელიც ბევრლი ჰილზზე "როლს-როისით" მიმავალ ცოლს, რეპერ ქარდი ბის თავისი ავტომობილით მიჰყვებოდა, სამართალდამცველებთან საუბარი ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში გაუშვა.

Cardi B განმარტავს, რატომ გადაიფიქრა Offset-თან განქორწინება

ნახეთ, რა სიურპრიზი მოუწყო დაბადების დღეზე ქარდი ბის ოფსეტმა

პოლიცია: გვითხრეს, რომ მოქალაქეებს იარაღი დაუმიზნეთ.
ოფსეტი: თქვენც კარგად დაინახეთ, რომ ერთ-ერთი მათგანი ჩემს მანქანას დროშას ურტყამდა, საერთოდ რაზე მელაპარაკებით?
პოლიციელი: არ გადაადგილდე და მანქანა გააღე.
Offset: თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ჩემი ავტომობილის კარი გახსნათ. ეს უკანონო ქმედებაა და ამის გამო გიჩივლებთ. საერთოდ თუ იცით მაინც, ვინ ვარ? ოფსეტი ვარ "მიგოსიდან".

ოფსეტის დაკავების მომენტში ადგილზე გამოჩნდა ქარდი ბი. ის პოლიციელებს ქმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა. რეპერი ყვიროდა, რომ ოფსეტი სრულიად უდანაშაულო იყო და იარაღი არ ჰქონდა.

სამართალდამცველებმა მოგვიანებით ქარდი ბის ნახევარძმა, 20 წლის მარსელო ალმანზარი საჯარო სივრცეში იარაღის ტარების გამო დააკავეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის იჯდა ოფსეტის მანქანაში იარაღით. თავად ოფსეტი კი გათავისუფლდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული