Thumbnail

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა Gorillaz პროექტის Song Machine პირველი ნაწილი Strange Timez გაავრცელა, რომელიც ამავდროულად ბენდის რიგით მეშვიდე ალბომია. ნამუშევრის სტანდარტული ვერსია 11 კომპოზიციას აერთიანებს, დელუქსი კი 17-ს. სტუდიურ ჩანაწერში კოლექტივთან ერთად ისეთი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ელტონ ჯონი, რობერტ სმიტი, პიტერ ჰუკი, ფატუმატა დიავარა და სხვები.

დეიმონ ალბარნის ფავორიტი კომპოზიცია Gorillaz-ის შემოქმედებიდან

გრემის მფლობელი Gorillaz ჯგუფ Blur-ის ფრონტმენის, დეიმონ ალბარნისა და ბრიტანელი კომიქსების მხატვრისა და დიზაინერის, ჯეიმი ჰიულეტის მიერ 1998 წელს შექმნილი პროექტია. ვირტუალური ბენდის წევრები ანიმაციური პერსონაჟები არიან, რომელთა თავგადასავალიც ათობით მუსიკალურ ვიდეოშია ასახული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული