Thumbnail

მოუსმინეთ: Actress ახალ ალბომს Karma & Desire ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელი ელექტრონული მუსიკოსი, დარენ ქანინგემი, პროექტით Actress, რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომს Karma & Desire ავრცელებს. სტუდიური ნამუშევარი 17 კომპოზიციას აერთიანებს. არტისტმა ჩანაწერი ლონდონურ ლეიბლზე Ninja Tune გამოსცა.

მოუსმინეთ: Actress - Walking Flames Ft. Sampha

დარენ ქანინგემმა შემოქმედებითი კარიერა 2004 წელს დაიწყო. ამავე წელს მუსიკოსმა ლეიბლი Werkdiscs დააარსა. ოთხი წლის შემდეგ აქთრესმა სადებიუტო ალბომი Hazyville გაავრცელა. პროდიუსერს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული