Thumbnail

მოუსმინეთ: ნილ იანგი გამოუცემელ კომპოზიციას Homefires აქვეყნებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა კანადელმა მუსიკოსმა, ნილ იანგმა 1974 წელს ჩაწერილი და ამ დრომდე გამოუცემელი კომპოზიცია Homefires გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ბოქს-სეტში Neil Young Archives Volume II: 1972–1976 იქნება წარმოდგენილი, რომელიც გამოუქვეყნებელ სიმღერებსა და ნამუშევრების ალტერნატიულ ვერსიებს გააერთიანებს.

მოუსმინეთ: ნილ იანგმა ბობ დილანის The Times They Are a-Changin' დააქავერა

მოუსმინეთ: ნილ იანგი 1974-75 წლებში ჩაწერილ ალბომს Homegrown აქვეყნებს

ნილ იანგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერაში სამი გრემი აქვს მიღებული. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Harvest Moon, Old Man და Heart Of Gold მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული