Thumbnail

მოუსმინეთ: ჯოინერ ლუკასი 13-ტრეკიან ჩანაწერს EVOLUTION ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გარი ლუკას უმცროსმა, ფსევდონიმით Joyner Lucas, გაყიდვაში ახალი EP სახელწოდებით EVOLUTION ჩააუშვა. სტუდიური ნამუშევარი 13 კომპოზიციას მოიცავს. ჩანაწერში შესულ სხვადასხვა ტრეკში The Game, Iyla, Ashanti, Rick Ross და Elijah James მონაწილეობენ.

ნახეთ: Joyner Lucas - Snitch

ნახეთ: Joyner Lucas x Ashanti - Fall Slowly

რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2015 წლის სინგლით Ross Capicchioni გაიცნო. 2016 წელს მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის Atlantic Records წევრი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, შემსრულებელმა ოფიციალური მიქსტეიპი 508-507-2209 გაავრცელა, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მალევე რეპერმა მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია I'm Not Racist გამოაქვეყნა. 13-წლიანი მუსიკალური კარიერის შემდეგ, ჯოინერმა 2020 წელს სადებიუტო ალბომი ADHD გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული