Thumbnail

ნიუ იორკელმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარია-სესილია სიმონე ქელიმ, ფსევდონიმით Rico Nasty, მსმენელს ახალი კომპოზიცია Don't Like Me შესთავაზა. ჩანაწერში ვეტერანი ატლანტელი რეპერი, გუჩი მეინი და ახალგაზრდა ჰიუსტონელი მუსიკოსი, დონ თოლივერი მონაწილეობენ. ჩანაწერის პროდიუსერი კი არაერთი ჰიტის ავტორი Buddah Bless გახლავთ. ნამუშევარი რიქო ნესთის მომავალი ალბომის Nightmare Vacation ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Rico Nasty - Own It

Rico Nasty: ქალებმა არ უნდა ინერვიულონ იმაზე, თუ რას ფიქრობენ მათზე კაცები

ნახეთ: Rico Nasty - IPHONE

ახალგაზრდა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებელს ამ დრომდე 7 მიქსტეიპი აქვს გავრცელებული. მუსიკოსის პოპულარული კომპოზიციებია: Smack A Bitch, Poppin, Beat My Face, Key Lime OG და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული