Thumbnail

რეპერმა მიშკა მგალობლიშვილმა, სასცენო სახელით Young Mic, ახალი კომპოზიცია "ყველაზე ფხიზელი" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი ქართული ჰიპ ჰოპის მსმენელისთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსი, ჰარუტ მარტიროსიანი, ფსევდონიმით HaruTune გახლავთ, რომელმაც მიშკასთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ტრეკი იანგ მაიქის მომავალი ალბომის "შეხსენება" სინგლია. სტუდიური ნამუშევარი პირველ ნოემბერს გავრცელდება.

ნახეთ: Young Mic - ვათენებთ

მოუსმინეთ: Young Mic - 3V

მოუსმინეთ: Young Mic - დაელოდე

2 ნოემბერს ასევე მიშკას ინგლისურენოვანი პროექტის Pash Lyfe ახალი ალბომი Pash Is For Passion გამოქვეყნდება. სტუდიური ნამუშევარი კოლაბორაციულია და მასში შესული ყველა კომპოზიციის პროდიუსერი სწორედ HaruTune არის.

მიშკა მგალობლიშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. რეპერის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: "ხლაპუშკა", "გამზარდე" და "თსლ შავი ზედა". არტისტი ქართულ კომპოზიციებს ფსევდონიმით Young Mic ავრცელებს, ინგლისურენოვანს კი სასცენო სახელით Pash Lyfe.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული