Thumbnail

მოუსმინეთ: Ty Dolla Sign ალბომს Featuring Ty Dolla Sign აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი, ტაირონ უილიამსი, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, მსმენელს ახალი ალბომით Featuring Ty Dolla Sign დაუბრუნდა, რომელიც 25 კომპოზიციას, მათ შორის სინგლებს Ego Death და Expensive აერთიანებს. სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში თაი დოლამ არაერთ ცნობილ თუ გავლენიან კოლეგასთან ითანამშრომლა. ნამუშევარში 6LACK, Anderson .Paak, Big Sean, FKA twigs, Future, Gunna, Jhené Aiko, Kanye West, Kehlani, Kid Cudi, Lil Durk, Nicki Minaj, Post Malone, Quavo, Roddy Ricch, Skrillex, Thundercat, Young Thug და სხვები მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: Ty Dolla Sign ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას კომპოზიციით გამოეხმაურა

თაი დოლა საინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს დღეისთვის ბოლო სოლო სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული