Thumbnail

ნახეთ: Machine Gun Kelly და ჰოლზი კლიპს Forget Me Too ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კლივლენდელი მუსიკოსი, კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly და ამერიკელი პოპვარსკლავი, ჰოლზი კომპოზიციაზე Forget Me Too გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებენ. სინგლი ქელის მიერ სექტემბერში გამოცემულ პოპ როკ ალბომში Tickets to My Downfall შედის. ტრეკის ერთ-ერთი პროდიუსერი ცნობილი დრამერი, ტრევის ბარკერი გახლავთ, რომელთანაც არტისტი ბოლო წლებში ხშირად თანამშრომლობს.

მოუსმინეთ: Machine Gun Kelly - Body Bag Ft. Yungblud & Bert McCracken

ნახეთ: Machine Gun Kelly კლიპს Drunk Face ავრცელებს

კოლსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ქელი მიქსტეიპებს საკუთარი რესურსით ავრცელებდა. ფართო საზოგადოებამ ის 2010 წლის ჩანაწერით Lace Up: The Mixtape გაიცნო. 2012 წელს გაყიდვაში რეპერის სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Lace Up ჩაეშვა, რომელიც ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records მხარდაჭერით გამოიცა. დღეისთვის მეშინის დისკოგრაფიაში 5 ალბომი, 8 მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება. არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. 2018 წელს ქელიმ მარშალის ბრალდებებს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად მან ტრეკი Killshot მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული