Thumbnail

ნახეთ: დეიმონ ალბარნის ფავორიტი კომპოზიცია Gorillaz-ის შემოქმედებიდან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Gorillaz-ის ფრონტმენმა, დეიმონ ალბარნმა გამოცემა Vulture-თან ინტერვიუში ბენდის შემოქმედებიდან რჩეული კომპოზიცია და ყველაზე დაუფასებელი ალბომი დაასახელა.

ნახეთ: Gorillaz - The Pink Phantom Ft. Elton John & 6LACK

ნახეთ: Gorillaz-მა რობერტ სმიტთან ერთად ჩაწერილი სიმღერა Strange Timez გაავრცელა

ნახეთ: Gorillaz - PAC-MAN Ft. ScHoolboy Q

"Gorillaz-ის საუკეთესო სიმღერაა Clint Eastwood. ამაზე მშვენიერ ტრეკს ჩვენს დისკოგრაფიაში ვერ მოისმენთ. ის საოცარი ხმები პორტატული ელექტრონული ინსტრუმენტიდან, ომნიქორდიდან მოდის. ასეთი რამ ალბათ მხოლოდ ერთხელ ხდება: იღებ ინსტრუმენტს და პირველივეს, რასაც უკრავ, კომპოზიციაში იყენებ, შემდეგ კი ნამუშევარი ჰიტდება. 20 წელი გავიდა და უამრავი ინსტრუმენტი შევიძინე იმედით, რომ იგივე განმეორდებოდა", - ამბობს ალბარნი.

"რაც შეეხება ჯგუფის ყველაზე დაუფასებელ ალბომს, ეს გახლავთ The Fall", - აღნიშნა არტისტმა.

გრემის მფლობელი Gorillaz ჯგუფ Blur-ის ფრონტმენის, დეიმონ ალბარნისა და ბრიტანელი კომიქსების მხატვრისა და დიზაინერის, ჯეიმი ჰიულეტის მიერ 1998 წელს შექმნილი პროექტია. ვირტუალური ბენდის წევრები ანიმაციური პერსონაჟები არიან, რომელთა თავგადასავალიც ათობით მუსიკალურ ვიდეოშია ასახული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული