Thumbnail

2021 წელს The Velvet Underground-ზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

სამი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჟისორი ტოდ ჰეინესი საკულტო ამერიკული ჯგუფის, The Velvet Underground-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ნამუშევრის ჩვენების უფლება პლატფორმა Apple TV+-მ მოიპოვა, რომელიც პრემიერას 2021 წელს აანონსებს.

► ნახეთ: ჯარვის კოკერმა The Velvet Underground-ის კომპოზიცია Venus in Furs შეასრულა

ფილმში იხილავთ კოლექტივთან დაახლოებული პირების ინტერვიუებს, აქამდე გამოუქვეყნებელ პერფორმანსებსა და მსმენელისთვის საინტერესო სხვა საარქივო მასალას.

დოკუმენტური ფილმის პოსტერი

The Velvet Underground ქალაქ ნიუ იორკში 1964 წელს შეიქმნა. 1967 წელს ლუ რიდის კოლექტივმა გერმანელ კრისტა პეფგენთან, იგივე Nico-სთან ერთად სადებიუტო ალბომი The Velvet Underground & Nico გაავრცელა. საკულტო ჩანაწერზე ასევე ლეგენდარულმა არტისტმა ენდი უორჰოლმა იმუშავა. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრმა ბენდმა 1973 წლამდე სულ 5 სტუდიური ნამუშევრის გამოცემა შეძლო, შემდეგ კი დაიშალა. ამის შემდეგ, 1990-იან წლებში ჯგუფი რამდენჯერმე შეიკრიბა, თუმცა, ახალი ჩანაწერები არ გაუვრცელებიათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული