Thumbnail

ნახეთ: ჰოლზიმ და კელსი ბალერინიმ სიმღერა The Other Girl შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჰოლზიმ და ქანთრი მუსიკოსმა, კელსი ბალერინიმ 2020 წლის CMT Music Awards-ზე ერთობლივი კომპოზიცია The Other Girl შეასრულეს. პერფორმანსი მათ ფილმ Coyote Ugly-ს 20 წლის იუბილეს მიუძღვნეს. ტრეკი ბალერინის ბოლო ალბომში Ballerini არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 11 სექტემბერს ჩაეშვა.

► ნახეთ: Halsey-მ საკუთარ დაბადების დღეზე კლიპი "929" გაავრცელა

კელსი ბალერინიმ კარიერა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს ამ დრომდე 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი შემოქმედება ქანთრისა და პოპ მუსიკას აერთიანებს.

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. ბოლო, პლატინის სტატუსის მქონე ჩანაწერი Manic ჰოლზიმ 2020 წლის იანვარში გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული