Thumbnail

ნახეთ: The Notorious B.I.G.-ის აქამდე გამოუქვეყნებელი ფრისტაილი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კომპანია "პეპსიმ" ანიმაციური ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ლეგენდარული ნიუ იორკელი ემსის, ნოტორიოს ბიაიჯის დღემდე გამოუქვეყნებელი ფრისტაილი ჟღერს. ბიგიმ ხსენებული რეჩიტატივი 1997 წელს, რადიოსადგურში HOT 97 სტუმრობისას წაიკითხა, სადაც ახალბედა რეპერებს შორის სწორედ "პეპსის" მიერ ორგანიზებული შეჯიბრი იმართებოდა.

რატომ მიიყვანა The Notorious B.I.G. ცრემლებამდე მაიკლ ჯექსონთან შეხვედრამ

მოუსმინეთ: The Notorious B.I.G.-ის უცნობი რეჩიტატივი გავრცელდა

სნუპ დოგმა გაიხსენა, რა უთხრა მას ბიგიმ თუფაქის მკვლელობის შემდეგ

The Notorious B.I.G. ყველა დროის გამორჩეული ჰიპ ჰოპ არტისტი და ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მან მუსიკალური კარიერა 1992 წელს გაერთიანება Bad Boy Records-ში დაიწყო. 1994 წელს გაყიდვაში ბიგის სადებიუტო ალბომი Ready To Die ჩაეშვა, რომელმაც რეპერს საყოველთაო აღიარება მოუტანა.

1997 წლის 9 მარტს მომავალი სტუდიური ნამუშევრის პრომოუშენის ფარგლებში კალიფორნიაში მყოფი უოლასი დღემდე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მუსიკოსის გარდაცვალებიდან ორ კვირაში გავრცელებულმა ჩანაწერმა Life After Death უდიდეს კომერციულ წარმატებას მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით 12 მილიონამდე გაყიდული ასლით ალბომმა ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა. რეჩიტატივის კითხვის უნიკალური მანერით გამორჩეულ არტისტს არაერთი გავლენიანი გამოცემა ყველა დროის საუკეთესო რეპერად ასახელებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული