Thumbnail

50 Cent: ტრამპმა თუ წააგო, ქვეყნიდან წავალ. არ მინდა, 20 Cent გავხდე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, ინსტაგრამზე ტელეკომპანია MSNBC-ის ჟურნალისტ არი მელბერთან მიმოწერის სქრინშოთი გაავრცელა. რეპერი კვლავ შეშფოთებას გამოთქვამს, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის საგადასახდო გეგმის გამო და აცხადებს, რომ, თუ ტრამპი არჩევნებს წააგებს, საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავა.

50 Cent: არ მაინტერესებს, ტრამპს რომ შავკანიანები არ უყვარს, მას მხარს ვუჭერ

50 Cent საშინელებათა ფილმებს გადაიღებს

"ამიხსენით, რას ნიშნავს 62%-იანი საშემოსავლო გადასახადი? თუ ტრამპი არჩევნებში დამარცხდა, ჩანთებს ჩავალაგებ და ქვეყანას დავტოვებ. ყველა ასე მოიქცევა, ვისაც ფული აქვს. არ მინდა, რომ 20 Cent გავხდე", - წერს რეპერი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპის კონკურენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, საშემოსავლო გადასახადი გაიზრდება იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 400 000 დოლარს აღემატება. მულტიმილიონერი რეპერი კი სწორედ მათ შორისაა. მან უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ არჩევნებში მხარს ტრამპს უჭერს.

კურტისმა მუსიკალური კარიერა 1996 წელს დაიწყო. მუსიკოსს წარმატება სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Get Rich Or Die Tryin' მოუტანა. 2003 წლიდან დღემდე ამ ნამუშევრის 14 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2015 წლის მიწურულს მუსიკოსმა ბოლო ოფიციალური მიქსტეიპი The Kanan Tape გამოუშვა, რომლის წამყვანმა სინგლმა I'm The Man პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო შემოქმედების გარდა, მუსიკოსი პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანებისა და ლეიბლის G-Unit დამფუძნებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული