Thumbnail

მოუსმინეთ: წერილი - ბნელ ქუჩებში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ჯგუფმა "წერილი" კომპოზიციის "ბნელ ქუჩებში" განახლებული ვერსია გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ბენდი, რომელმაც მიმდინარე თვის დასაწყისში EP სახელად "ეგ არის" გამოუშვა, წლის ბოლომდე ახალი, რიგით მეშვიდე ალბომის გამოცემასაც აპირებს.

მოუსმინეთ: წერილი ახალ სტუდიურ ჩანაწერს "ეგ არის" ავრცელებს

მოუსმინეთ: წერილი - მკვდარი ტბა

ნახეთ: ჯგუფმა "წერილი" სიმღერა "ვიხეტიალოთ" შეასრულა

პოსტ პანკის, გოთიკისა და ალტერნატიული როკის ჟანრებში მოღვაწე ჯგუფი "წერილი" 1995 წელს თბილისში გია თოიძემ და ლევან სვანიძემ ჩამოაყალიბეს. 2001 წლამდე კოლექტივს "ამორალი" ერქვა. კოლექტივს დღემდე 6 ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო მათგანი "მასაში გხედავ" ბენდმა 2018 წელს გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული