Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯულიენ ბეიქერმა ახალი კომპოზიცია Faith Healer და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი არტისტის რიგით მესამე ალბომში Little Oblivions შევა, რომელიც 26 თებერვალს გამოიცემა. კლიპის ავტორი რეჟისორი დენიელ ჰენრი გახლავთ.

ჯულიენ ბეიქერმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Sprained Ankle გაავრცელა. 2018 წელს კი ბეიქერმა ინდი როკ ჯგუფი boygenius ჩამოაყალიბა, რომელთან ერთადაც ამავე სახელწოდების EP გამოუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული