Thumbnail

ალბომის Featuring Ty Dolla $ign გავრცელებამდე ორი დღით ადრე, კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი, ტაირონ უილიამსი, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, მსმენელს ახალ სინგლს Spicy სთავაზობს. თაი დოლას ჩანაწერში მისი პოპულარული კოლეგა, ფოსთ მელოუნი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა 2018 წელს ჰიტზე Psycho ითანამშრომლეს.

ნახეთ: Ty Dolla Sign-ის ახალ ალბომში ქანიე ვესთი, ქიდ ქადი და სხვები მონაწილეობენ

მოუსმინეთ: Ty Dolla Sign - By Yourself Ft. Jhené Aiko & Mustard

ნახეთ: Ty Dolla Sign - Expensive Ft. Nicki Minaj

თაი დოლა საინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს დღეისთვის ბოლო სოლო სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული