Thumbnail

ნახეთ: NBA YoungBoy ჯეი ზის კომპოზიციის The Story Of O.J. რემიქსს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ლუიზიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კენთრელ გოლდენმა, ფსევდონიმით YoungBoy Never Broke Again, ახალი კომპოზიცია და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ახალგაზრდა რეპერის ჩანაწერი მისი ვეტერანი კოლეგის, ჯეი ზის ცნობილი ტრეკის The Story Of O.J. ალტერნატიული ვერსია გახლავთ.

ნახეთ: YoungBoy Never Broke Again კლიპს Peace Hardly ავრცელებს

ნახეთ: YoungBoy Never Broke Again - Callin Ft. Snoop Dogg

ნახეთ: YoungBoy Never Broke Again - Murder Business

იანგბოიმ მუსიკალური კარიერა 14 წლის ასაკში, 2014 წელს დაიწყო. რამდენიმე მიქსტეიპის გამოშვების შემდეგ, 2018 წელს სამხრეთელმა რეპერმა სადებიუტო ალბომი Until Death Call My Name გამოაქვეყნა, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა და პლატინის სტატუსის მფლობელიც გახდა. ერთი წლის შემდეგ გოლდენმა კიდევ ერთი მიქსტეიპი AI YoungBoy 2 გაავრცელა, რომელიც, ბილბორდის ჩარტში მოპოვებული პირველი ადგილით, იმ დროისთვის არტისტის დისკოგრაფიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ამ მიღწევამ იანგბოის ჰიპ ჰოპის მეინსტრიმში დამკვიდრება გაუადვილა. მისმა ბოლო ალბომმა 38 Baby 2 ბილბორდის ჩარტის ლიდერობა აგრეთვე არავის დაუთმო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული