Thumbnail

ნახეთ: Ty Dolla Sign-ის ახალ ალბომში ქანიე ვესთი, ქიდ ქადი და სხვები მონაწილეობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

23 ოქტომბერს კალიფორნიელი არენბი შემსრულებელის, ტაირონ უილიამსის, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, ახალი ალბომი Featuring Ty Dolla $ign გამოიცემა. პოპულარულმა არტისტმა ინსტაგრამზე სტუდიური ნამუშევრის ტრეკლისტი გამოაქვეყნა. რიგით მესამე სოლო ალბომის ფარგლებში თაი დოლამ არაერთ გავლენიან თუ ფართო საზოგადოებისთვის ნაცნობ მუსიკოსთან ითანამშრომლა.

მოუსმინეთ: Ty Dolla Sign - By Yourself Ft. Jhené Aiko & Mustard

ნახეთ: Ty Dolla Sign - Expensive Ft. Nicki Minaj

ალბომის პრომოუშენის ფარგლებში კალიფორნიელმა მსმენელს სამი სინგლი უკვე შესთავაზა. ერთ-ერთ მათგანში სახელად Ego Death თაი დოლას გავლენიანი კოლეგა, ქანიე ვესთი, ბრიტანელი მომღერალი FKA twigs და ცნობილი მუსიკოსი და პროდიუსერი Skrillex მონაწილეობენ.

თაი დოლა საინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს დღეისთვის ბოლო სოლო სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული