Thumbnail

ესპანელი დიჯეი, ხოსე პადილია 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გავლენიანი ესპანელი დიჯეი და პროდიუსერი, ხოსე პადილია, რომლის სახელსაც 1990-იან წლებში ჩილაუთ მუსიკის პოპულარიზაცია უკავშირდება, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი მსხვილი ნაწლავის სიმსივნე გახდა. დიაგნოზი არტისტმა საჯაროდ მიმდინარე წლის ივლისში გაამხილა. მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისი ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა:

"მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ ხოსე პადილია 18 ოქტომბერს კუნძულ იბიცაზე გარდაიცვალა. ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გვსურს, რომ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ბოლო თვეების განმავლობაში მას ამხნევებდით და ფინანსურადაც ეხმარებოდით ამ უმძიმეს დაავადებასთან საბრძოლველად. ახლა ის უკვე აღარ არის და იბიცაზე მზის ჩასვლა ისეთივე ვეღარ იქნება, როგორიც იყო ხოლმე. თუმცა, ხოსეს ულამაზესი მუსიკა მუდამ ჩვენთან დარჩება. ნახვამდის, მაესტრო".

Hola amigos . It is with great sadness that we bring you the news that José passed away peacefully in his sleep on...

Posted by José Padilla on Monday, October 19, 2020

ხოსე პადილიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1978 წელს დაიწყო. 1991-ში ის კუნძულ იბიცაზე მდებარე ცნობილი ბარის Café del Mar რეზიდენტი გახდა. 1994 წელს მან საფუძველი დაუდო კომპილაციური ალბომების სერიას Café del Mar, რამაც საყოველთაო პოპულარობა მოუტანა. 2001 წელს მისი სტუდიური ნამუშევარი Navigator ლათინურ გრემიზე იყო წარდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული