Thumbnail

მაილი საირუსი: Metallica-ს სიმღერების დაქავერებას და ალბომის გამოშვებას ვაპირებ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, მაილი საირუსი ცნობილი ჰევი მეტალ ჯგუფის, Metallica-ს კომპოზიციების ქავერ ვერსიებისგან შემდგარ სტუდიურ ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ მომღერალმა გამოცემა Interview-თან საუბარში გაამხილა.

ნახეთ: მაილი საირუსი The Cranberries-ის ჰიტს Zombie ასრულებს

ნახეთ: მაილი საირუსი პროექტში MTV Unplugged

ნახეთ: მაილი საირუსმა კომპოზიცია Midnight Sky შეასრულა

"კარანტინის პერიოდში "მეტალიკას" სიმღერების ქავერებზე დავიწყე მუშაობა და ახლაც ვაგრძელებ. მიხარია, რომ სირთულეების მიუხედავად, ხელოვან ადამიანებს ჩვენი საქმის კეთების საშუალება გვაქვს", - ამბობს მაილი.

აღსანიშნავია, რომ მაილი საირუსმა 2019 წელს მუსიკალურ ფესტივალზე Glastonbury "მეტალიკას" ჰიტი Nothing Else Matters შეასრულა.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული