ლონდონელი პოეტი და მუსიკოსი, არლო პარკსი ახალ კომპოზიციას Green Eyes და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტის სადებიუტო ალბომში Collapsed in Sunbeams იქნება წარმოდგენილი, რომელიც 29 იანვარს გამოიცემა.
► ნახეთ: არლო პარკსმა ბილი აილიშის სიმღერა My Future შეასრულა
► ნახეთ: ფიბი ბრიჯერსმა და არლო პარკსმა Radiohead-ის Fake Plastic Trees შეასრულეს
არლო პარკსმა შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. მუსიკოსს ამ დრომდე ორი სტუდიური ჩანაწერი Super Sad Generation და Sophie აქვს გამოცემული. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიცებია Cola და Black Dog.
კომენტარები