Thumbnail

ნახეთ: ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ სიმღერა Acredita No Véio ჩაწერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ ახალი სიმღერა Acredita No Véio (Listen To The Old Man) და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიცია მან გრემის მფლობელ მექსიკურ დუეტთან, Rodrigo y Gabriela-სთან ერთად ჩაწერა. კლიპში პელეს მიერ სხვადასხვა დროს ნათამაშები მატჩებისას გადაღებული კადრებია გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ 23 ოქტომბერს ფეხბურთელს 80 წელი შეუსრულდება.

"ცხოვრების განმავლობაში არაერთი წიგნი დავწერე, უამრავი გოლი გავიტანე, შვილების მამა გავხდი, ბევრი ხე დავრგე. ახლა კი მუსიკის დროა. ფეხბურთში ჩემი ნიჭი ღვთისგან იყო ბოძებული, სიმღერა კი გასართობად ჩავწერე", - განაცხადა პელემ.

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, იგივე პელე, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. კარიერის განმავლობაში მან 1363 მატჩში 1279 გოლის გატანა მოახერხა, რითიც გინესის რეკორდი დაამყარა. ის ერთადერთი მოთამაშეა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სამჯერ შეძლო. 1977 წლიდან კი პელე მსოფლიოში ფეხბურთის საპატიო ელჩიცაა. ცნობილმა გამოცემამ Time ის მე-20 საუკუნის 100 ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული