Thumbnail

The Beatles-ის დრამერის, პიტ ბესთის ჯგუფიდან გაშვების შესახებ წერილი იყიდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

1962 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელშიც ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის მენეჯერი, ბრაიან ეპსტეინი კოლექტივის ბუქინგ მენეჯერს, ჯო ფლენერის ატყობინებს, რომ ბენდის საწყისი შემადგენლობის წევრი, დრამერი პიტ ბესთი დაითხოვა, აუქციონზე იყიდება.

პოლ მაკკარტნიმ განმარტა, რატომ უჩივლა The Beatles-ს სასამართლოში

ორი სიმღერა, რომელიც The Beatles-საც აქვს ჩაწერილი და The Rolling Stones-საც

რატომ არიან The Beatles-ის წევრები ალბომის Sgt. Pepper გარეკანზე ულვაშებით

"გაზეთში Mersey Beat წავიკითხე, რომ ბესთი ჯგუფს THE ALL STARS შეუერთდა. ვიფიქრე, შენთვის უნდა მეცნობებინა, რომ მას ჩემთან დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობებისგან ვათავისუფლებ", - ნათქვამია წერილში.

როგორც ბრიტანეთის სააუქციონო სახლის Omega Auctions მენეჯერმა, დენ ჰემპსონმა გამოცემა CNN-ს განუცხადა, ლოტის გაყიდვა სულ მცირე 1 300 დოლარად არის მოსალოდნელი. 28 ოქტომბერს გასამართ აუქციონზე "ბითლზთან" დაკავშირებული კიდევ 200 ნივთი იქნება წარმოდგენილი.

პიტ ბესთი ჯონ ლენონს, პოლ მაკკარტნისა და ჯორჯ ჰარისონს 1960 წელს შეუერთდა და კოლექტივი ორი წლის შემდეგ მანამ დატოვა, სანამ ჯგუფი მსოფლიო პოპულარობას მოიპოვებდა. ის რინგო სტარმა შეცვალა, რომელსაც ბენდის წევრობა ლენონმა შესთავაზა. ოფიციალური ცნობებით, რინგომ ჯონისგან წინადადება 14 აგვისტოს მიიღო, ორი დღის შემდეგ კი მენეჯერმა ბესთი დაითხოვა.

"მან მითხრა, რომ ჩემთვის ცუდი ამბავი ჰქონდა - ბიჭებს შენი წასვლა და რინგოს მოყვანა უნდათო", - იხსენებდა პიტი ამ დღეს.

პოლ მაკკარტნის ერთ-ერთ ინტერვიუში ხუმრობით ჰკითხეს, ბესთი იმის გამო ხომ არ გაუგდიათ, რომ მათზე სიმპატიურად გამოიყურებოდა, რაზეც პოლმა უპასუხა:

"არა, სიმართლე ისაა, რომ რინგო სტარის შესრულება მოგვეწონა. მაშინ ის სხვა ბენდში უკრავდა. ერთ საღამოს პიტს არ ეცალა და რინგო მიუჯდა დრამს. სწორედ მაშინ აღვფრთოვანდით მისი ტექნიკით".

მუსიკალური კარიერის გაგრძელების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, ბესთმა პურის საცხობში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში დასაქმდა. შემოქმედებითი პაუზის შემდგომ, 1988 წელს არტისტმა პიტმა The Pete Best Band შექმნა, რომელთან ერთადაც მსოფლიო ტურნეები გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული