Thumbnail

ნახეთ: Le Vancho-მ 30-წუთიანი სეტი დაუკრა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ელექტრონულმა მუსიკოსმა, ლევან ქათამაძემ, სასცენო სახელით Le Vancho, პროექტ GR Music-ის ფარგლებში, ძველ თბილისში 30-წუთიანი სეტი დაუკრა.

► ნახეთ: Le Vancho-მ 30-წუთიანი სეტი დაუკრა

პლატფორმა GR Music მიმდინარე წლის დასაწყისში შეიქმნა. მისი მიზანი ელექტრონული მუსიკის თანხლებით საქართველოს ისტორიული ადგილებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაა.

► ნახეთ: პროდიუსერმა Generali Minerali გმირთა მოედანზე დაუკრა

ლევან ქათამაძემ პროექტი Le Vancho 2016 წელს შექმნა. არტისტს დღემდე 5 რელიზი: Feel The Tune, Flapping Bird, Power Inside, Follow The Space და No Limits აქვს გამოშვებული, რომლებიც ბრიტანულ, გერმანულ, ესპანურ და ამერიკულ ლეიბლებთან თანამშრომლობით გამოიცა. მუსიკოსს არაერთ ქართულ თუ უცხოურ მუსიკალურ ფესტივალებში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული