Thumbnail

ნატვრა, რომელიც BTS-ის ჯონგუქს სამი წლის შემდეგ აუხდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი, "ბითიესი" 2017 წელს რეალითი შოუს Bon Voyage მეორე სეზონის გადასაღებად ჰავაის ესტუმრა. გადაცემის მერვე ეპიზოდში კოლექტივის წევრებმა ისაუბრეს, რას ისურვებდნენ სამომავლოდ. ჯგუფის უმცროსმა წევრმა, ჯონგუქმა ინატრა, ოდესმე ისეთი ალბომი გამოეშვათ, რომელზე მუშაობის დროსაც შემოქმედებითი პროცესის ყველა ეტაპზე თავად მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს.

BTS-ის ჯეი-ჰოუპი განმარტავს, რა მოსწონს ყველაზე მეტად თავის თაყვანისმცემლებში

BTS-ის არემი: ამერიკაში უცხოპლანეტელებივით გვიყურებენ

ნახეთ: BTS-ის პერფორმანსები ჯიმი ფელონის შოუში

"არ ვიცი, როდის შევძლებთ ამის გაკეთებას, მაგრამ იმედი მაქვს, ერთ დღეს ალბომს მთლიანად ჩვენ შევქმნით. ჩვენ გადავწყვეტთ, როგორი იქნება გარეკანი, ვინ გადაიღებს მუსიკალურ ვიდეოს, რა გვეცმევა და ასე შემდეგ", - ისურვა მაშინ ჯონგუქმა.

სამი წლის შემდეგ კოლექტივმა სტუდიური ჩანაწერი BE დააანონსა, რომელიც სწორედ იმითაა გამორჩეული, რომ ბიჭები შემოქმედებითი პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართული.

"ალბომში ყველაზე "ბითიესურ" მუსიკას შეხვდებით. ეს სტუდიური ნამუშევარი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ კოლექტივი უშუალოდ იყო ჩართული არა მარტო მუსიკის, არამედ ალბომის კონცეფციის შემუშავებასა და დიზაინის შექმნაში. მისი მოსმენისას გაეცნობით კოლექტივის წევრების ფიქრებს, ემოციებსა და განცდებს. ამ ალბომზე ბენდმა თავდაუზოგავად იშრომა", - განაცხადა სექტემბერში ჯგუფის ლეიბლმა Big Hit Entertainment.

სტუდიური ნამუშევრის პრომოუშენის ფარგლებში გადაღებული პირველი ფოტო უკვე გავრცელდა. ჩანაწერი გაყიდვაში 20 ნოემბერს ჩაეშვება.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული