Thumbnail

ნახეთ: ჯარვის კოკერმა The Velvet Underground-ის კომპოზიცია Venus in Furs შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტპოპ ჯგუფის, Pulp-ის ყოფილმა ფრონტმენმა, ჯარვის კოკერმა და მისმა ბენდმა Jarv Is... ლონდონში, სახელოვნებო სივრცეში The Barbican გამართულ გამოფენაზე საკულტო კოლექტივის The Velvet Underground კომპოზიცია Venus in Furs, პოსტ პანკ ჯგუფის The Fall ტრეკი Big New Prinz, კოკერის სოლო სიმღერა Further Complications და პროექტის Jarv Is... სადებიუტო ალბომში Beyond the Pale შესული ჩანაწერი House Music All Night Long შეასრულეს.

ჯარვის კოკერი: პოპულარობა პორნოგრაფიას მაგონებს

ნახეთ: ჯარვის კოკერმა კომპოზიცია Save The Whale გაავრცელა

The Barbican-ში გამართული გამოფენა Michael Clark: Cosmic Dancer შოტლანდიელ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს მაიკლ კლარკსა და მის შემოქმედებას მიეძღვნა.

ჯარვის კოკერმა შემოქმედებითი კარიერა 1978 წელს ჯგუფ Pulp-თან ერთად დაიწყო. კოლექტივმა არსებობის განმავლობაში 7 ალბომი გამოსცა, მათ შორის უკანასკნელი We Love Life 2001 წელს. ბენდს განსაკუთრებული წარმატება ჰიტებმა Common People და Disco 2000 მოუტანა.

Pulp-ის დაშლის შემდეგ, კოკერმა სოლო კარიერა დაიწყო. 2006 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი Jarvis გაავრცელა. დღემდე არტისტს სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. 2017 წელს შემსრულებელმა ახალი ბენდი Jarv Is... ჩამოაყალიბა, რომლის სადებიუტო ალბომი Beyond the Pale 2020 წლის ივლისში გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული