Thumbnail

ნახეთ: კაროლინ პოლაჩეკი ტრეკის The Gate ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი ელექტროპოპ მუსიკოსი, კაროლინ პოლაჩეკი ვიდეორგოლთან ერთად კომპოზიციის The Gate ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს. რემიქსზე მასთან ერთად ელექტრონულმა არტისტებმა Oneohtrix Point Never და Danny L Harle იმუშავეს. კლიპის ავტორი ცნობილი მსახიობი, ეზრა მილერი გახლავთ.

კომპოზიციის ორიგინალი კაროლინის რიგით მესამე სოლო ალბომში Pang შედის, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა.

კაროლინ პოლაჩეკმა შემოქმედებითი კარიერა 2005 წელს, ინდი პოპ ჯგუფში Chairlift დაიწყო. მუსიკოსმა ბენდთან ერთად სამი ალბომი გაავრცელა. პარალელურად კი არტისტმა, სოლო პროექტების Ramona Lisa და CEP ფარგლებში, ორი სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. 2017 წელს, კოლექტივის დაშლის შემდეგ, კაროლინმა ნამუშევრები საკუთარი სახელით გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული