Thumbnail

Blackpink-ის ლისა საუბრობს, რას ნიშნავს მისთვის სილამაზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, Blackpink-ის წევრმა ლისამ, რომელიც ახლახან კოსმეტიკის მწარმოებელი კანადური კომპანიის MAC საერთაშორისო სახე გახდა, ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში ისაუბრა, როდის დაიწყო მაკიაჟის მოხმარება და რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას.

Blackpink-ის ლისა Celine-ის სახე გახდა

"მაკიაჟი და მოდა ბავშვობიდან მაინტერესებდა", - აღნიშნავს არტისტი, რომელიც ოთხი წლის ასაკიდან ცეკვავს და, შესაბამისად, გრიმის კეთება ბავშვობიდან უწევს.

ლისა ბავშვობაში

23 წლის მუსიკოსის თქმით, ფოტოსესიების დროს საკუთარი მაკიაჟის შერჩევის პროცესში აქტიურად არის ჩართული.

"მაკიაჟი განსაკუთრებით შემიყვარდა მას შემდეგ, რაც "ბლექფინქის" წევრი გავხდი. როცა ახალ ალბომს ვუშვებთ ან რომელიმე ჟურნალისთვის მაქვს გადაღებები, სიამოვნებით ვთავაზობ ვიზაჟისტებს იმ ტიპის მაკიაჟს, რომლის მოსინჯვაც ყოველთვის მინდოდა".

MAC-ის სარეკლამო ფოტოსესიაში ლისა ტუჩსაცხს Powder Kiss Lipstick უკეთებს პრომოუშენს:

როგორც მუსიკოსმა განაცხადა, MAC Cosmetics-ის პროდუქციით ის წლებია, სარგებლობს.

"ყოველდღიური მოხმარებისთვის MAC-ის ტუჩსაცხი Mull It Over ჩემი ყველა დროის ფავორიტია. ასევე მომწონს Make Love to the Camera, რადგან ის ჩემი კანის ფერს იდეალურად შეესაბამება".

არტისტმა ინტერვიუში აგრეთვე განმარტა, რას ნიშნავს მისთვის სილამაზე.

"ჩემი აზრით, სილამაზე თავდაჯერებიდან მოდის. მაკიაჟი და სტილი, უბრალოდ, ჩვენი ლამაზი შინაგანი სამყაროს გაფორმებაა".

ლალისა მანობანმა, სასცენო სახელით Lisa, პოპულარობა BLACKPINK-ში მოღვაწეობით მოიპოვა. სეულში 2016 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად კომპოზიცია Ddu-Du Ddu-Du ითვლება, რომლის დამსახურებითაც "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა. კოლექტივში მოღვაწეობის გარდა, ლისა იუთუბის გვერდზე Lilifilm Official საცეკვაო პერფორმანსებს და მოგზაურობის ამსახველ ვლოგებს ავრცელებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული