Thumbnail

50 Cent: არ მაინტერესებს, ტრამპს რომ შავკანიანები არ უყვარს, მას მხარს ვუჭერ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გავლენიანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. რეპერმა ტელეკომპანია CNBC-ზე გასული სიუჟეტიდან ის კადრი გაავრცელა, რომელიც ტრამპის მთავარი კონკურენტის, ჯო ბაიდენის საგადასახადო გეგმას ასახავს.

50 Cent საშინელებათა ფილმებს გადაიღებს

"ეს რა ჯანდაბაა, ტრამპს მიეცით ხმა. სულ არ მაინტერესებს, რომ მას შავკანიანი ადამიანები არ უყვარს. საშემოსავლო გადასახადის 62%-მდე გაზრდა სრული სიგიჟეა", - წერს ქალაქ ნიუ იორკელი რეპერი პოსტის აღწერის ველში.

მუსიკოსის განცხადებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი განცხადებით, რეპერს მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს. ბაიდენის ინიციატივა მოიცავს გადასახადის გაზრდას იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 400 000 დოლარს აღემატება. მულტიმილიონერი რეპერი კი სწორედ მათ შორისაა.

კურტისმა მუსიკალური კარიერა 1996 წელს დაიწყო. მუსიკოსს წარმატება სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Get Rich Or Die Tryin' მოუტანა. 2003 წლიდან დღემდე ამ ნამუშევრის 14 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2015 წლის მიწურულს მუსიკოსმა ბოლო ოფიციალური მიქსტეიპი The Kanan Tape გამოუშვა, რომლის წამყვანმა სინგლმა I'm The Man პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო შემოქმედების გარდა, მუსიკოსი პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანებისა და ლეიბლის G-Unit დამფუძნებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული