Thumbnail

ამერიკული რეპ როკ ჯგუფი Fever 333 ახალ კომპოზიციას Bite Back და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ EP-ში სახელწოდებით Wrong Generation შევა, რომელიც 23 ოქტომბერს გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი ენტონი ტრანი გახლავთ.

მოუსმინეთ: Fever 333 - Supremacy

Fever 333 კალიფორნიის ქალაქ ინგლვუდში 2017 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Strength in Numb333rs გაავრცელა. კოლექტივის შემოქმედება რეპ როკს, რეპ მეტალსა და ჰარდკორ პანკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული