Thumbnail

ნახეთ: გიორგი ერგემლიძე კომპოზიციაზე Agreed Then Denied შექმნილ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მუსიკოსი გიორგი ერგემლიძე კომპოზიციაზე Agreed Then Denied შექმნილ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლში გამოყენებული ფოტოების ავტორი ანა სიჭინავა გახლავთ, მონტაჟზე კი თავად შემსრულებელმა იმუშავა.

ნახეთ: გიორგი ერგემლიძე - Lonely Hearts

გიორგი ერგემლიძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც პირველი სიმღერა "გემი მიდის" დაწერა. მუსიკოსი სხვადასხვა დროს ჯგუფებში Mutual Friends და Qordo უკრავდა, რომლებთან ერთადაც ალბომები So Many People და Marsidan ჩაწერა. ის ასევე ბენდში ZurGi მოღვაწეობდა. 2012 წელს გიორგიმ სოლო ჩანაწერი Eclectic გაავრცელა. მას შემდეგ არტისტმა არაერთი EP და ალბომი გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული