Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსი The Cranberries-ის ჰიტს Zombie ასრულებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა საქველმოქმედო პროექტის Save Our Stages ფარგლებში გამართულ ვირტუალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მუსიკოსმა მხარდამჭერ ბენდთან ერთად ლოს ანჯელესში მდებარე ღამის კლუბში Whisky a Go Go ლეგენდარული ჯგუფის The Cure კომპოზიცია Boys Don't Cry, ირლანდიური როკ კოლექტივის The Cranberries ჰიტი Zombie და საკუთარი სიმღერის Midnight Sky ალტერნატიული ვერსია შეასრულა.

ნახეთ: მაილი საირუსი პროექტში MTV Unplugged

Save Our Stages არასამთავრობო ორგანიზაცია National Independent Venue Association-ის პროექტია, რომლის მიზანიც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული საკონცერტო სივრცეების გადარჩენაა. ინიციატივის ფარგლებში გამართულ 3-დღიან ვირტუალურ ფესტივალზე მუსიკოსებმა სიმღერები აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში მდებარე სცენებზე შეასრულეს.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული