Thumbnail

მოუსმინეთ: ქანიეს ტრეკის Nah Nah Nah რემიქსში DaBaby მონაწილეობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ჩიკაგოელი ინოვატორი, ქანიე ვესთი მსმენელს ახალგავრცელებული ტრეკის Nah Nah Nah ალტერნატიული ვერსიის ნაწყვეტს სთავაზობს. კომპოზიციის რემიქსში პოპულარული ჩრდილოკაროლინელი რეპერი DaBaby მონაწილეობს. ნამუშევრის ინსტრუმენტალი კალიფორნიელ პროდიუსერ Dem Jointz-ს ეკუთვნის, რომელმაც სახელი ეპოქალურ დოქტორ დრესთან თანამშრომლობით გაითქვა.

მოუსმინეთ: ქანიე ვესთმა ფრისტაილი Nah Nah Nah გამოაქვეყნა

ნახეთ: წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქანიე ვესთმა პოლიტიკური რეკლამა გაავრცელა

კიმ კარდაშიანი იხსენებს, როგორ უვლიდა კორონავირუსით ინფიცირებულ ქანიე ვესთს

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა. 2020 წლის დასაწყისში ბიზნესჟურნალმა, Forbes-მა ქანიე ვესთი, ჯეი ზის შემდეგ, რიგით მეორე მილიარდერ რეპერად დაასახელა. თავად ქანიე კი "ფორბსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მისი ქონება რეალურად 3,3 მილიარდი დოლარია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული